სასწავლო პროექტის გეგმა
1. პროექტის სახელწოდება : ,,ათონელთა სკოლა ‘’;
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეთა მიერ ამ დიდ წინაპართა ნაღვაწის დაწვრილებით
შესწავლის მიზნით დამატებითი მასალების მოძიება და კლასის წინაშე წარმოდგენა;
3. პროექტის აქტუალობა: განხორციელდეს წინაპართა იდეალების ხორცშესხმა მამაპაპურ
გზაზე სვლით,ფასეულობათა გააზრებით,რადგან ,,აწმყო, შობილი წარსულისაგან,არის მშობელი
მომავალისა..’’(ლეიბნიცი)
4. პროექტის მიზანი:
ა) .მოსწავლეებს
განუვითარდეთ თანამშრომლობის, კომუნიკაციის, კვლევის, ორგანიზაციის, პასუხისმგებლობის,თვითშეფასების,
პრეზენტაციის,,კრეატიული აზროვნებისა და ტრანსფერის უნარები,ამაღლდეს მათი ნაკითხობის
დონე,წიგნიერება...
ბ) .მე, როგორც მასწავლებელმა, წარმოვაჩინო ჩემი აღმზრდელობითი
და პროფესიული კომპეტენცია; როგორც პარტნიორმა,მოსწავლეებს მივცე მიმართულება,მივუთითო
წყაროები, შევასრულო კონსულტანტის როლი...
5. მონაწილეთა ასაკი: მე-10 კლასის მოსწავლეები, მესამე საფეხური,16 წელი;
6. ვადები,ხანგრძლივობა: თებერვალი, 2018წ.
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
ჩემი მოლოდინი ზრდის
ამ პროექტის წარმატებით განხორციელების შესაძლებლობას. მოსწავლეებს განუვითარდებათ
თანამშრომლობის, კომუნიკაციის, კვლევის,პასუხისმგებლობის, თვითშეფასების,პრეზენტაციის
უნარები, დაეხვეწებათ ზეპირმეტყველების კულტურა,აუდიტორიასთან კონტაქტი, შეიძენენ და
სრულყოფენ ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების უნარებს, საჭიროებისამებრ გამოიყენებენ
ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიებს: მხედველობით კონტაქტს, ხმის აწევ-დაწევას, მოამზადებენ
და წარმოადგენენ ვიზუალურ მასალას, შეძლებენ გააანალიზონ მიღწევა თუ ხარვეზი, მასწავლებელთან
ერთად დასახონ გამოსწორების გზები...პრეზენტაციით შეძლებენ, წარმოადგინონ შექმნილი
პროდუქტი მსმენელის წინაშე.
8.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: ისტი, ლევან მენაბდის წიგნი ,,ქართული კულტურის კერები
საზღვარგარეთ’’, კ.კეკელიძე,ალ.ბარამიძე, ,,ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია’’, შეფასების
სქემები.
პროექტზე მუშაობის
პროცესში გამოვიყენებ მოსწავლეებზე დაკვირვების
ცხრილს:
დაკვირვების საგანი
|
კომენტარები
|
შედგა თუ არა თანამშრომლობა
ჯგუფში
|
|
იყვნენ თუ არა მოსწავლეები
მოტივირე-ბულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
|
|
აგრძელებენ თუ არა
მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ
|
|
ჰქონდა თუ არა მათ
შეხვედრებს საქმიანი ხასიათი
|
|
იყვნენ თუ არა ჯგუფში
პასიური მოსწავლეები და რა იყო ამის მიზეზი
|
|
იმოქმედა თუ არა პროექტის
განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე
|
|
ჯგუფის
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა:
·
აკეთებს
მიზანმიმართულ შესავალს. მოძიებული მასალები საინტერესო და ორიგინალურია (ყოველთვის,
ზოგჯერ);
·
თემა
ლოგიკურად არის აგებული.წარმოდგენილი საკითხები ნათელი და გასაგებია (ყოველთვის , ზოგჯერ);
·
საუბრობს
გამართულად, იცავს ენობრივ ნორმებს (ყოველთვის, ზოგჯერ);
·
მსჯელობს არგუმენტირებულად. აუდიტორიასთან ამყარებს კონტაქტს
( ყოველთვის, ზოგჯერ).
თვითშეფასების რუბრიკა
·
რით
იყო საინტერესო პროექტზე მუშაობა?
·
იყო
თუ არა ერთსულოვნება ჯგუფის წევრთა შორის?
·
რა
იყო რთული?
·
რა
მომცა პროექტმა?
9.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
·
შესასრულებელი
სამუშაოს დაგეგმვა;
·
მასალის
შეგროვება, ანალიზი-ვიდეოების, ფოტოების გადაღება;
·
შიდა
და გარე მონიტორინგი;
·
პრეზენტაცია;
·
შეფასება.
პროექტის
დაგეგმვისას მოსწავლეებთან ერთად შემუშავდება მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია.ჩატარდება
შიდა და გარე მონიტორინგი. შუალედური შიდა მონიტორინგის წარმოება პროექტის მონაწილეებს
დაეხმარება დაშვებული ხარვეზის გამოსწორებაში,ეს კი იქნება სასურველ შედეგზე გასვლის
გარანტი. გარე მონიტორინგის დროს პროექტში ჩართული პირები პერიოდულად მოამზადებენ შუალედურ
წერილობით თუ ზეპირ ანგარიშებს. მიცემულ შენიშვნებს,რჩევებს გაითვალისწინებენ შემდგომ
მუშაობაში.
10. საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო
გეგმასთანკავშირი: ქართ.3...მოსწავლეს
შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ
მოსწავლე
·
ამყარებს
კონტაქტს მსმენელებთან (იყენებს რიტორიკულ შეკითხვებს, მიმართვას ,ერთობლივი მოქმედების
ამსახველ განმაზოგადებელ ფორმებს.მაგ. ,,ჩვენი მიზანია...’’ , ,,მივაქციოთ ყურადღება...’’,
,,როგორც ვიცით...’’ და სხვ.).
·
უიოლებს აუდიტორიას ინფორმაციის აღქმას (სპეციალურად გამოყოფს
ინფორმაციის ნაწილებს. იმეორებს, მოჰყავს მაგალითები, მკვეთრად აღნიშნავს ერთი თემიდან
მეორეზე გადასვლას. მაგ. ,,უპ. ყოვლისა...’’ , ,,შემდეგ...’’ , ,,მოვიყვან მხოლოდ ერთ
მაგალითს...’’’ , ,,მივაქციოთ ყურადღება...’’ ,
,,ვიმეორებ...’’, ,,ახლა განვიხილთ...’’)
·
მიიპყრობს
მსმენელის ყურადღებას ,გამოყოფს მოხსენების საინტერესო ნაწილს სპეციალური ლექსიკის,
ჩანართების საშუალებით.
·
გამოყოფს
მთავარს, არსებითს (იყენებს მიზეზ-შედეგობრივ კონსტრუქციებს, მსმენელისადმი პირდაპირ
მიმართვას).
·
გამოხატავს
თავის დამოკიდებულებას ინფორმაციის შინაარსისადმი (თხრობისას იყენებს პირველ პირს,დამოკიდებულების
გამომხატველ ჩანართებს.მაგ. ,,მინდა გიამბოთ...’’, ,,ჩემი აზრით...’’, აქედან გამომდინარე
მიმაჩნია...’’ და სხვ.)
ქართ.5.
მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
·
ამოიცნობს
აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს (მხედველობით კონტაქტს, ხმის აწევ-დაწევას...)
და შესაბამისად იყენებს მათ მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად.
·
ამზადებს
ტექსტს და ვიზუალურ მასალას აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე ,გადის რეპეტიციას.
·
აანალიზებს
ფაქტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს წარმატებას ან გამოიწვიეს წარუმატებლობა ზეპირი
გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად სახავს ხარვეზის გამოსწორების გეგმას.
11. პროექტის ხელმძღვანელი/მასწავლებელი:
ნ.ბოჭორიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ ფოსტა: boworishvilin@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
nunubowo.blogspot.com
No comments:
Post a Comment