გაკვეთილის გეგმა






მასწავლებლის სახელი, გვარი,პირადი ნომერი: ნუნუ ბოჭორიშვილი;
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: მეათე კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 23
გაკვეთილის თემა: გიორგი მთაწმინდელის თხზულება ,,ცხოვრება იოანესი და ექვთიმესი’’ (ტექსტზე მუშაობა)
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლემ შეძლოს
·             ტექსტში მოცემული ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება;
·             საღი მსჯელობა და აღქმა, ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემის გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხის გასაცემად;
·             აზრის ეფექტურად და ნათლად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
·             პერსონაჟის ქმედებებზე დაკვირვება და შეფასება;
·             ინფორმაციის ეფექტიანად მოპოვება, კომპეტენტური შეფასება , მისი შემოქმედებითად გამოყენება;
·             ერთიანობისა და ეფექტური ქცევის დემონსტრირება;
·             მონაკვეთის მთავარი სათქმელის ამოცნობა და შეფასება;
·             მხატვრულ- გამომსახველობით საშუალებებზე მსჯელობა;
·             წერილობითი ტექსტის შეთხზვა.
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
(წთ.)

1-ლი ფაზა-გამოწვევა



8
1.
მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრაციის მიზნით მისალმება და ბანერზე განთავსებული გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა
მასწავლებლის საუბარი
კლასთან მუშა-ობა
ბანერი
2
2.
მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მაგიდაზე განთავსებულ ბარათთა შორის ერთ-ერთს აირჩევს მოსწავლე (ჯგუფის წარმომადგენელი), განიხილავენ  და წარმოადგენენ კლასის წინაშე.
კითხვა-პასუხი
ჯგუფური მუშაობა
ბარათები
3
3.
გააზრებისათვის მოსამზადებლად მოსწავლეები გაეცნობიან ტექსტს
გაცნობითი კითხვა
ინდივიდუალური
მუშაობა
,,ვეფხისტყა-ოსნი’’,,,ან-დერძი’’
3

მე-2 ფაზა-,,შინაარსის რეალიზაცია




1.
მონაკვეთის სათაურის გააზრება
კითხვა-პასუხი
კლასთან მუშაობა
ტექსტი,ისტი, ვიდეო ,,ათონის მთა’’
3
2.
ტექსტის კითხვა ძირითადი ინფო რმაციის ამოკრე ბის მიზნით,პერ სონაჟის რუკის შევსება, თვისე-ბის სათანადო არგუმენტით გამყარება
შესწავლითი კითხვა
ჯგუფური მუშაობა
ტექსტი, პერსონაჟის რუკა
10
3.
მასალის კლასის წინაშე წარმოდგენა
პრეზენტაცია
კლასთან მუშაობა
ტექსტი,დაფა,ცარცი, პერსონაჟის რუკა
5
4.
ყურადღების გამახვილება ტექსტის იმ ნიუ ანსებზე,რომლებიც მოსწავლეთა ხედვის გარეშე დარჩა
მცირე დისკუსია
კლასთან მუშაობა
ტექსტი
5

მე-3 ფაზა- რეფლექსია




1.
მიღებული ცოდნისა და გააზრების უნარის შემოწმე-ბის მიზნით კოგ-ნიტური სქემის შევსება
სქემის შევსება
ინდივიდუალური მუშაობა
საწერ-კალამი, ფურცლები
5
2.
ტექსტის უკეთ გააზრებისა და საკუთარი დამოკიდებულე-ბის გამოხატვის მიზნით  წერილის მიწერა  ავტორის ან პერსონაჟისადმი
წერილის დაწერა
ინდივიდუალური მუშაობა
საწერ-კალამი, ფურცელი
5
3.
შეფასება
·                     მოსწავლეთა დაკვირვების დღიური;
·                     მასწავლებლის განმავითარებელი შეფასება;
·                     ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა;
·                     პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
3




გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
    ქართ.X.3.მოსწავლეს აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
    ამყარებს კონტაქტს მსმენელებთან,მიიპყრობს მათ ყურადღებას,საუბრისას გამოყოფს მთავარს,არსებითს,გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ინფორმაციისადმი.
    ქართ.X.7.მოსწავლეს შეუძლია, განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი,კონცეპტუალური
და ქვეტექსტური ინფორმაცია.
    ამოკრებს ტექსტიდან საჭირო ინფორმაციას,გაიაზრებს მოქმედების ადგილს, დროს, საქმის ვითარებას,მოვლენათა თანმიმდევრობას,პერსონაჟთა ქცევებს, ამოიცნობს ქვეტექსტურ ინფორმაციას და აქვს მათი ახსნის საკუთარი ვერსია.
    ქართ.X.8.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებთა  წაკითხვა.
და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვა.
    საუბრობს იმაზე, თუ რაზე დააფიქრა მხატვრულმა ნაწარმოებმა, აკრიტიკებს ან იზიარებს პერსონაჟის ან ავტორის შეხედულებებს,მოჰყავს ციტატები ტექსტიდან საკუთარი  აზრის ნათელსაყოფად, მსჯელობს პრობლემაზე,რომელიც დაინახა თხზულებაში.
   ქართ.X.9.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ნაწარმოებთა გაანალიზება .
     გამოყოფს პრობლემას,აფასებს მათი გადაჭრის გზებს, მსჯელობს მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებსა და მათ ფუნქციაზე.
    ქართ.X.10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.         მიმართავს კითხვის სხვადასხვა სახეს: გაცნობითს, შესწავლით და კითხვას ძირითადი ინფორმაციის ამოკრებისათვის.
   ქართ.X.16. მოსწავლეს შეუძლია, დაწეროს გამოხმაურება მხატვრულ ნაწარმოებზე...იცავს ციტირების წესს, ციტატას სვამს ბრჭყალებში.
   
                                                                                    ნ.ბოჭორიშვილი
                                                                                          6.07.2018 წელი













დანართი 1-ლი
           




პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
დაბალი
(1-4 ქულა)
საშუალო
(5-6 ქულა)
საშუალოზე მაღალი(7-8 ქ.)
მაღალი
(9-10 ქულა)
 მიზანმიმართუ- შესავლის გაკეთება, საინტერესო და მატებითი მასა ლების მოძიება
ვერ აკეთებს მიზან-მიმართულ შესავალს,მოძი-ებული დატებითი მასალები ინ-ტერესო და არაორიგინალურია
ნაწილობრივ აკეთებს მიზან-მიმართულ შესავალს,მოძი-ებული მასალე-ბი ზოგჯერ საინტერესო და ეფექტურია
უმეტესად აკეთებს მიზან-მიმართულ შესავალს,მოძი-ებული დატებითი მასალები პრეზენტაციას საინტერესოსა  და ორიგინა-ლურს ხდის.
ყოველთვის აკეთებს მიზან-მიმართულ შესავალს,მოძი-ებული დატებითი მასალები საინ-ტერესო და ორიგინალურია
თემის ლოგიკუ რად აგება,მასალის  
გასაგებად გადმოცემა
საუბარი არ არის ლოგიკური ,მასალას ვერ გადმო-
სცემს ნათლად და გასაგებად.
საუბარი ნაწი-ლობრივ არის ლოგიკური, მასალის გადმო
ცემისას აზრი ზოგჯერ ბუნდოვანია
საუბარი  უმეტესად ლოგიკურია, მასალას გადმო
სცემს ნათლად და გასაგებად.
საუბარი  ყოველთვის ლოგიკურია, მასალას გადმო
სცემს ნათლად და გასაგებად.
არგუმენტირებუ-ლი მსჯელობა, კონტაქტი აუდიტორიასთან
ვერ მსჯელობს არ-გუმენტირებუ-ლად და ვერ ამყარებს სათანადო კონტაქტს აუდიტორიასთან.

ზოგჯერ მსჯელობს არ-გუმენტირებუ-ლად და  ცდილობს დაამყაროს სათანადო კონტაქტი აუდიტორიას-თან.

უმეტესად მსჯელობ არ-გუმენტირებუ-ლია და ამყა-ებს  კონტაქტს აუდიტორიას-თან.

ყოველთვის მსჯელობს არ-გუმენტირებუ-ლად და ამყა-ებს სათანადო კონტაქტს აუდიტორიას-თან.

გამართული საუბარი,ენობ-რივი ნორმების დაცვა.
ვერ საუბრობს გამართულად, ვერ იცავს ენობრივ ნორმებს.
 ცდილობს, ისაუბროს გამართულად, უჭირს ენობრივი ნორ-მების დაცვა.

უმეტესად საუბრობს გამართულად,  იცავს ენობრივ ნორმებს.
ყოველთვის საუბრობს გამართულად,  იცავს ენობრივ ნორმებს.



დანართი მე-2


მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
საშუალოზე დაბალი
მაღალი
ტექსტის გაგება,ანალიზი, შეფასება
არ შეუძლია ტექსტიდან საჭირო ინფორმაციიის ამოკრება,ვერ გაიაზრებს მას, ვერ ამოიცნობს ქვეტექსტურ ინფორმაციას და არ აქვს მათი საკუთარი ახსნა.
უჭირს ტექსტიდან საჭირო ინფორმაციიის ამოკრება,დახმარების გარეშე ვერ გაიაზრებს მას, ზოგჯერ ამოიცნობს ქვეტექსტურ ინფორმაციას ,მაგრამ არ აქვს მათი საკუთარი ახსნა.
მეტწილად ახერხებს ტექსტიდან საჭირო ინფორმაციის ამო-კრებას, ცდილობს, გაიაზროს,მეტწილად აქვს მათი საკუთარი ახსნა.
ყოველთვის ამოკრებს ტექსტიდან საჭირო ინფორმაციას, გაიაზრებს მას, ამოიცნობს ქვეტექსტურ ინფორმაციას და აქვს მათი საკუთარი ახსნა.
საღი მსჯელობა და აღქმა, ენობრი-ვი ნორმების დაცვა





არ გამოსდის მსჯელობა,საუ-ბარი ბუნდოვანია და ძნელად აღსაქმელი, ვერ იცავს გრამატიკულ ნორმებს.
ზოგჯერ მისი მსჯელობა თანმიმდევრულია, ვერ იცავს გრამატი-კულ ნორმებს.
მეტწილად მსჯელობს თანმიმდევრულად, აზრი ადვილად აღსაქმელია, ნაწილობრივ იცავს ენობრივ ნორმებს.
მსჯელობა ყოველთვის საღი და ადვილად აღსაქმელია, არგუმენტებით გაჯერებული,
იცავს ენობრივ ნორმებს.
აზრის ეფექტურად და ნათლად გამოხატვა ზეპირად თუ წე-რილობითი ფორმით
ვერ ახერხებს ზეპირმეტყვე ლებისა და წერის დროს აზრის ეფექტურად და ნათლად გამოხატვას.
ხარვეზებით ახერხებს ზეპირმეტყვე-ლებისა და წერის დროს აზრის ეფექტურად და ნათლად გამოხატვას.
მეტწილად ახერხებს ზეპირმეტყვე-ლებისა და წერის დროს აზრის ეფექტურად და ნათლად გამოხატვას.
წარმატებით ახერხებს ზეპირმეტყვე-ლებისა და წერის დროს აზრის ეფექტურად და ნათლად გამოხატვას.
თანამშრომლობა, კომუნიკაცია
ვერ ახერხებს თანამშრომლო
ბასა და კომუნიკაციას.
ხარვეზებით ახერხებს თანამშრომლო
ბასა და კომუნიკაციას.
მეტწილად ახერხებს თანამშრომლო
ბასა და კომუნიკაციას.
წარმატებით გამოსდის თანამშრომლო
ბა და კომუნიკაცია.
ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო მიზნით
ვერ იყენებს ტექნოლოგიებს საგან- მანათლებლო მიზნით.
დახმარების გარეშე ვერ იყენებს ტექნოლოგიებს საგან მანათლებლო მიზნით.
ხშირად იყენებს ტექნოლოგიებს საგანმანათლებლო მიზნით.
წარმატებით იყენებს ტექნოლოგიებს საგან- მანათლებლო მიზნით.






No comments:

Post a Comment