Saturday, July 7, 2018

ტრენინგის რეფლექსია

   ძალზე ნაყოფიერი და საიტერესო იყო ისტის ტრენინგი-"ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში"  (26/06./2018-10/07/2018)- გავიარეთ რვადღიანი კურსი.ხელმძღვანელი გახლდათ ქალბატონი ინგა კახიანი.პირველ რიგში    უნდა აღვნიშნო მისი გულისხმიერება, საქმის სიყვარული და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა,რასაც ყოველი შეხვედრის დროს გრძნობდა თითოეული მსმენელი.დიდი მადლობა მას ამისათვის...
   დაგვეგზავნა მასალები, მეცადინეობისათვის საჭირო ყველა რესურსი.ისინი დაგვეხმარება მუშაობაში, რათა სრულვყოთ ტექნოლოგიებისადმი სრული წვდომა,მათი გამოყენებით შევძლებთ უფრო საინტერესო გავხადოთ გაკვეთილი,გავზარდოთ მოსწავლეთა მოტივაცია.
  შევქმენით ბლოგი,რომელზეც განვათავსეთ ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტი.კერძოდ,
გაკვეთილისა და პროექტის გეგმები, შეფასების რუბრიკები,პრეზენტაცია,ვიდეომასალა...
  მთელი დატვირთვით ვმუშაობდით სესიის განმავლობაში,მსმენელები ვთანამშრომ-ლობდით ერთმანეთთან,ვუზიარებდით ჩვენს გამოცდილებას. ბევრი ახალი გავიგე .
შევეცდები ,მიღებული ცოდნა მოსწავლეთა სამსახურში ჩავაყენო და მიზანმიმართული გავხადო გაკვეთილი,გავიდე შესაბამის შედეგზე...
 
      კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ქალბატონ ინგას ასეთი თანადგომისათვის!